ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბანზე ხმებს ვერ ითვლიან

59

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის N5 საარჩევნო უბანზე გაცემული ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას შორის სხვაობა აღმოჩნდა, რის გამოც ხმების დათვლა ამ დრომდე ვერ დაიწყეს, უბანზე 425-მა ამომრჩეველმა მოაწერა ხელი, ბიულეტენების რაოდენობა კი – 424-ია.

ზუგდიდის მეხუთე საარჩევო უბანზე საოლქო კომისიის წარმომადგენლებს ელოდებიან.

20 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში მერების რიგგარეშე, 8 მუნიციპალიტეტში –  საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური, ხოლო თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. პროცედურულად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლა უნდა დაიწყონ, რის შემდეგაც შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიაში გააგზავნიან, საოლქო კომისია კი შედეგებს ცესკოს მიაწვდის.