ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებზე ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ ზუგდიდის საოლქო საარჩვენო კომისიაში დღეს მომხდარ დაპირიპირებაზე განცხადება გააკეთა.

“ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების საშუალებას.

აღნიშნული დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და კომისიის სხდომის ჩაშლის მცდელობა.

ეს ქმედებები წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან, აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარბებას.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში ამგვარი ფორმების გამოყენება. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად სრული შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ სამართლებრივი ფორმებით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ
წინა სტატია მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან, რადგან სამაგიდო სიებსა
ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში დაიწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად მარნეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 99 717-ია , რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი მოუწოდებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა
წინა სტატია 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი, -
მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს, მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს თუ ხედავენ, რომ ადგილი აქვს რაიმე კანონდარღვევას
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას, - ამის შესახებ
ჩვენ კითხვები თამარ ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს
პრლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არც ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და არც პრემიერმინისტ მამუკა
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით
მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან
წინა სტატია სტატიის გაგრძელება "ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო,“ - ასე უპასუხა ზუგდიდის N67
სტატიის გაგრძელება ოპოზიციის პროტესტის ფონზე ზუგდიდის საოლქო კომისიამ სპეციალური სიები დაამტკიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. თინა
%d bloggers like this: