ოცნების დეპუტატი: დღევანდელი საღამო არ გამოვიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი

1020

წინა სტატია

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე დღეს ბათუმის საკრებულოში ორჯერ მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და ტერენტი გრანელს მოუბოდიშა.

“ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა, ტერენტი გრანელს და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი“, –  განაცხადა პატარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის საკრებულოში  “ქართული ოცნების“ და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ, დაპირისპირების მიზეზი პირველად სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანების სიის გამოთხოვამ, მეორედ კი, ირაკლი პატარიძის მიერ ტერენტი გრანელის პროზაიკოსად მოიხსენიებამ გამოიწვია. მას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა როინ ზოიძემ ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად დაშავებული როინ ზოიძე საავადმყოფოში გადაყვანეს.

ბათუმის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.