ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ბში დასაქმებული ადამიანების სია მოითხოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ა(ა)იპ-ბში ნეპოტიზმია, რის გამოც მათ საჯარო ინფორმაციას არ აწვდიან. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ბრალდებებს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა უპასუხეს. მათ განაცხადეს, რომ სია ელექტრონულად გადაცემულია, თუმცა ითხოვენ პირად ინფორმაციას, დაბადების თარიღებსა და ტელეფონის ნომრებს. ფაქტის დასამტკიცებლად ნატალია ზოიძემ საკრებულოს წევრებს აჩვენა ის სია, რაც ოპოზიციას მერიიდან გადაუგზავნეს.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მალევე გადაიზარდა.
ბათუმის საკრებულოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული.