ბათუმის საკრებულოში დაპირისპირების შედეგად დაშავებული “ნაცმოძრაობის“ წევრი საავადმყოფოში გადაჰყავთ

729

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელსაც დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც ზოიძემ განაცხადა, მას “ქართული ოცნების“ წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვენებაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოში ‘ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დღეს უკვე მეორედ დაუპირისპირდნენ.