ასპინძაში უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელებს ასუფთავებენ

900

ასპინძაში შპს ‘ასპინძის კეთილმოწყობის’ სამსახურის თანამშრომლებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს და მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელებს წმენდენ.

მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერიოდულად ხორციელდება.

როგორც ასპინძის მუნიცპალიტეტის მერიაში განმარტავენ, თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელები საკმაოდ ბევრია.