ადიგენის სოფელ ზარზმაში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

709

ადიგენის სოფელ ზარზმაში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სკოლის სარეაბილტიაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები მლაშეს სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც ადიგენის რესურსცენტრის დირექტორმა ინგა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მოსწავლეებისთვის ტრანსპორტი გამოყოფილია და ყოველ დღე, ვიდრე სკოლის რეაბილიტაცია არ დასრულდება იქ ისწავლიან.

ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 000 ლარი იხარჯება, 12 მარტს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ -“კომფორტი XXI“ სკოლის სრული რეაბილიტაცია 12  სექტემბერს უნდა დაასრულოს.