საჩხერე-ონის ახალი გზის ხარისთვალა-ბოყვის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

წინა სტატია

საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხარისთვალა-ბოყვის მონაკვეთზე უკვე ერთი კვირაა, მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “NEW ROAD” არსებული გრუნტიანი გზის გაფართოების სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა ხარისთვალას, შქმერის, უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიაზე და სოფელ ბოყვაში არსებული გრუნტიანი გზის მაქსიმალური გამოყენებით გაივლის.

რაც შეეხება ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “მამისონი” განახორციელებს. კომპანია აღნიშნულ 5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც ცნობილია, საჩხერე-ონის გზის პირველი 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2018 წლის ივლისში დაიწყო. ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების დასრულება გასული წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი. როგორც droa.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში უთხრეს, ამ ვადებში დაუსახლებელ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა, თუმცა, რამდენიმე ოჯახის განსახლებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში ვერ დასრულდა.

აღნიშნული გზა სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს, სადაც ფართოვდება გზა, ეწყობა მილები და გაბიონები. გზის ამ მონაკვეთსაც შპს “მამისონი” აშენებს.

საჩხერე-ონის გზის მშენებლობას ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH უწევს.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს. ახალი გზა გაივლის დასახლებულ პუნქტებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო  ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.

გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა, ვადამ 1 წლით გადაიწიოს.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის
საჩხერის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალმომარაგების ქსელს აწყობს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით
მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყველაზე მეტი თანხა საჩხერის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საჩხერის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 18 პროექტი 4
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამტრედიის, ქუთაისის, რუსთავის, ხობის, საჩხერის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რისთვისაც წიაღის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არანაკლებ 250
ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ. მერიის ცნობით,
წინა სტატია კომპანიამ “IGH Georgia” ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება დაასრულა. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა. საჩხერე-ონის დამაკავშირებელი ახალი
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში სკვერის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედანზე
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს. ახალი ცენტრის საშუალებით მოსახლეობა
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის
ციხე მოდინახისაკენ მიმავალი საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, ასფალტობეტონის საფარი ციხისკენ მიმავალ გზის
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში თანამედროვე სტანდარტების დაწყებითი სკოლა გაიხსნა. ამჟამად სკოლაში 4 მოსწავლე სწავლობს. ინფორმაციას
საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მერიის
ქალაქ საჩხერეში სერგი დურმიშიძის ქუჩაზე (ყოფილი კომისარიატის ტერიტორიაზე) სკვერი ეწყობა. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
%d bloggers like this: