ახალციხის მერია ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს

827

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს.

იდეების კონკურსი დღეს 7 მარტს გამოცხადდა. როგორც მერიაში განმარტავენ, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეა, თანატოლების პიროვნულ გავითარების, მათი თავისუფალ დროს რაციონალურად და ეფექტურად გამოყენების შესახებ.

“პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდების კეთილდღეობას, უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს შექმნას, მათ წახალისებას და მხარდაჭერას. ასევე მათთვის სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლებას და შესაძლებლობას ხელი მიუწვდებოდეთ კულტურული, შემოქმედებითი და რეკრეაციული პროგრამების განხორციელებაში.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში”, – ამბობენ მერიაში.

იდეის წარდგენა შეუძლია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს ან ახალგაზრდულ ცენტს, რომლებსაც განვითარებისთვის ესაჭიროებათ მხარდაჭერა.

კონკურსში იდეის წარდგენა 30 აპრილამდეა შესაძლებელი. პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხა  1 000 ლარია.

პროექტის პირველ ეტაპზე 2019 წლის 30 აპრილს, 18:00 საათამდე. იდეა უნდა წარადგინოთ ელექტრონულ მისამართზე  mariamzazadze@gmail.com-ზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე.