ჩოხატაურის მერი: ადგილობრივი ფინანსების გასაზრდელად საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვება კარგი იქნებოდა

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა დადებითად აფასებს იმას, რომ 2019 წელს, დაფინანსების ახალი სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტები გაეზარდათ, თუმცა, ფიქრობს, რომ შემდგომი ნაბიჯების გადადგმაც საჭიროა.

კუჭავა ამბობს, რომ ადგილობრივი ფინანსების გასაზრდელად, კარგი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტებში დატოვება. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

ჩოხატაურის მერი, ასევე, ითხოვს, რომ დაჩქარდეს სახელმწიფო ქონების თვითმმართველობებისთვის გადაცემის პროცესი.

“მაგალითად, ჩვენთან ნაბეღლავის განვითარება მნიშვნელოვნად დაჩქარდება, თუ იქ განთავსებული სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლება ექნება მუნიციპალიტეტს. ამ ქონების განვითარებისთვის ჩვენ შევძლებთ როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე მას გამოვიყენებთ ადგილობრივი თემის საკეთილდღეოდ”, – ამბობს კუჭავა და იმედოვნებს, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგია ამ საკითხების გადაჭრაზე იქნება ორენტირებული.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.

მსგავსი სიახლეები
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის მუნიციპალიტეტები სკოლის მოსწავლეებისთვის  ერთობლივ წამახალისებელ ფოტოკონკურსს - "აღმოაჩინე გურია"
წინა სტატია მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭეს. რაც
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 7 პროექტი 2
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამარტივებული წესით შესყიდულ სამშენებლო სამუშაოებში გამოვლენილი დარღვევები პროკურატურაში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც მუნიციპალური
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბახმაროს დასახლება და მას დაბის სტატუსი მიენიჭა, - ამის შესახებ
ჩოხატაურის სოფელ ზომლეთში ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივ აირს ითხოვს. ინფორმაციას გურიაTV ავრცელებს. სოფელ ზომლეთის მცხოვრები ჯამბული
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში პროექტის "მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ მცირე
კარგი ამბები ხდებოდა წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში - სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, თავიანთი სოფელი უფრო
ჩოხატაურის საკრებულოში ახალი ფრაქცია "გაერთიანებული ოპოზიცია ჩოხატაურისთვის" ყალიბდება, რომლის ორი წევრი "ევროპული საქართველოდან" ხოლო ერთი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დაასრულა. შედეგად მოქმედი 14 ა(ა)იპ-ის ნაცვლად 9 იფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას
გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. პროცედურის თანახმად,
შემდეგი სტატია როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიაზე (2018-2025) მუშაობს. შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დეცენტრალიზაციიის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და მთავრობისათვის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე
%d bloggers like this: