ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

174

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე N11 და N5გ მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კომპანია “ჯორჯიან ინვესტი“ აწარმოებს, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 126 295 ლარია. აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა ერთი თვის ვადაში დასრულდება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ კომფორტული გარემო, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრებისთვის წესისთვის. ამისთვის რაიონის მასშტაბით აქტიურად დავიწყეთ, როგორც არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი მოედნების მოწყობა. ყოველი მათგანი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მაღალი ხარისხის ინვენტარით. ხოლო, ინფრასტრუქტურა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის“, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ნავთლუღის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე სულ 9 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და განახლება იგეგმება.