ქუთაისში “მშვიდობის ბურთის“ მონუმენტი დააზიანეს

725

წინა სტატია

ქუთაისში რამდენიმე კვირის წინ დამონტაჟებული “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი დააზიანეს. მონუმენტზე შავი საღებავით გაურკვეველი შინაარსის სიმბოლოა დახატული. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ქუთაისის მერიამ მომხდარის გამო შსს-ს უკვე მიმართა და ფაქტის შესწავლა დაიწყო. როგორც მერიაში ამბობენ, ბურთის მონუმენტს დაუყოვნებლივ აღადგენენ.

“მშვიდობის ბურთის” მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა.