ქუთაისში რამდენიმე კვირის წინ დამონტაჟებული “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი დააზიანეს. მონუმენტზე შავი საღებავით გაურკვეველი შინაარსის სიმბოლოა დახატული. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ქუთაისის მერიამ მომხდარის გამო შსს-ს უკვე მიმართა და ფაქტის შესწავლა დაიწყო. როგორც მერიაში ამბობენ, ბურთის მონუმენტს დაუყოვნებლივ აღადგენენ.
“მშვიდობის ბურთის” მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა.