წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაციისათვის 1,306 მილიონზე მეტი დაიხარჯება

1252
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში

წინა სტატია

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნის რეაბილიტაცია იგეგმება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 1,306 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო. შპს “ჯავა” სამუშაოების შესრულებისათვის სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი ფასი 1 679 894 ლარი დააფიქსირა, ხოლო, ქუთაისური კომპანია  შპს “ინჟმშენი 96” სამუშაოების შესრულებას 1 339 541 ლარადაც თანხმდება.  თუ რომელი კომპანია მიიღებს დაკვეთას, ფონდის გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არაა.

წყალტუბოში, შადრევნების რეაბილიტაცია მის სრულად აღდგენას და დამატებითი ფუნქციების სისტემების მონტაჟს ითვალისიწნებს. წყალტუბოს პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი, რომელიც  გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, სამი მრგვალი სხვადასხვა ზომის აუზისგან შედგება. აუზები ერთმანეთს მართკუთხა აუზით უკავშირდება, აგრეთვე მოწყობილია პატარა საფეხმავლო ხიდი. შადრევნის ყველა სტრუქტურული ელემენტი დამზადებულია რკინა-ბეტონისაგან, შადრევანი სავალალო მდგომარეობაშია. გრანიტის ფილების უმეტესობა გაბზარულია, ფილების ზოგი ნაწილი კი კედლიდან ჩამოტეხილია. ხოლო, ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი და საკანალიზაციო სისტემა გამოსულია მწყობრიდან. საკონტროლო ნაგებობის სახურავი დაზიანებულია და ჟონავს, რაც აზიანებს სახურავისა და შიდა იატაკის ხის სტრუქტურებს. ამასთან, შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია აკრძალული, ჯანმრთელობისთვის სახიფათო მასალა – აზბესტი.

არსებული შადრევნის ადგილას ე.წ. “მშრალი ინტერაქტიული შადრევნით“ – ყველაზე დიდ, მრგვალ აუზზე საფეხმავლო ბაქანი მოეწყობა, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება შადრევნის შიგნით სიარული და პირდაპირი კონტაქტის დამყარება წყლის მოცეკვავე ნაკადთან. წყლის ჭავლის სიმაღლე 2 – 3 მეტრი იქნება და სინქრონიზებულად განათდება. შადრევნანს პროგრამირებადი მართვის სისტემით გააკონტროლებენ და გაშუქების დროს იმუშავებს გახმოვანებაც. ასევე, ფართო სპექტრის მქონე ორი დინამიკი დამონტაჟება შადრევნის გარშემო არსებულ ბოძებზე, 4 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ხმის ტალღები მთელ მოედანს დაფარავს.

შადრევნის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

წყალტუბოში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ სამუშაოებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთში ყოფნისას ისაუბრა.