ცქიტიშვილი: ბიუჯეტს მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით ვგეგმავთ

733

წინა სტატია

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, იმერეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები და ინიციატივები მოისმინა.

“ბუნებრივია, მუნიციპალიტეტს მოსახლეობის პრობლემები, მოსახლეობის თხოვნები მოაქვს ჩვენთან და ჩვენც შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტს მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით ვგეგმავთ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ უშალოდ ადგილზე უკეთესად გავიცნოთ მათი პრობლემები და უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი სამუშაოები და ჩვენი ბიუჯეტი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სამინისტროს ცნობით, ვიცეპრემიერი მოსახლეობას ზესტაფონის სოფელ სანახშირეში, წყალტუბოში და ხონში შეხვდა, სადაც მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მაცხოვრებლებმა პირველ რიგში ყურადღება გადასაჭრელ ინფრასტრუქტურლ საჭიროებებზე გაამახვილეს.

თავის მხრივ, ვიცეპრემიერმა რეგიონში და კონკრეტულად მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობა აქტიურად თანამშრომლობდეს ადგლობრივი ხელისუფლების წარომადგენლებთან, რათა ადგილზე განისაზღვროს ამა თუ იმ მხარისათვის პრიორიტეტული თემები და მიმართულებები.

ცქიტიშვილის თქმით, 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალტეტის სოფელ საზანოში  75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება, სოფელ არგვეთში კი 112 მოსწავლითვის განკუთვნილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ შორაპნის, ცხრაწყაროს, ქვედა საზანოსა მეორე სვირის საჯარო სკოლებს. ასევე, 2020 წელს კეთილმოეწყობა 16 სოფლის ამბულატორია, სოფელ ზოვრეთში კი დასრულდება ახალი ამბულატორიის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ზესტაფონის ქუჩებში დაზიანებულ გზებს, რებილიტირდება  არაერთი სოფლის გზა.

რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალტეტს, აშენდება 135 მოსწავლეზე გათვლილი წყალტუბოს საჯარო სკოლა და 203 მოსწავლეზე გათვლილი სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა. სკოლებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ააშენებს.  ჯამში, ორივე სკოლის მშენებლობა 8 500 000 ლარით დაფინანსდება. ასევე, 2020 წელს გარემონტდება 8 სოფლის ამბულატორია, ხოლო 2019 წელს დასრულდება კიდევ 3 სოფლის ამბულატორიის რემონტი.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა დაზიანებულ გზებს, მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღვარსადენ არხებს. ამავე წელს ქალაქ წყალტუბოში საკანალიზაციო ქსელისა და სასმელი წყლის ქსელების მოწყობა-რეაბილიტაციის შდეგად, 1 000 ოჯახს მოუწესრიგდება წყლის მიწოდება. დასრულდება ქალაქ წყალტუბოში საწურბლიის მღვიმის გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევანს.

ამასთან, ხონის მუნიციპალიტეტში 75 ბენეფიციარზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება, გარემონტდება 17 სოფლის ამბულატორია, მუნიციპალიტეტის არსებული გარეგანათება შეიცვლება ე.წ. ლედ-განათებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხონის ისტორიულ ბულვარს; გორდისა და კინჩხის ადმინისტრაციულ ერთეულებში დამატებითი ადგილების ტურისტული ადგილების გასაჩენად,

მათივე ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები; მოეწყობა სოფელ კიჩხას და სოფელი გორდას სასმელი წყლის სისტემა; 2019 წელს დასრულდება შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია; დაიწყება მდინარე ღარჩელის შესართავთან, სოფელ მათხოჯსა და მდინარე ცხენისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

მაია ცქიტიშვილის თქმით, სკოლების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტებს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოეყოფათ თანხები (ზესტაფონი – 200,000 ლარი, წყალტუბი – 460,000 ლარი, ხონი – 410,000 ლარი) მათ მიერვე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით  განსაკარგად.