12 ნოემბრიდან ახალციხის ციხეზე სამუშაო განრიგი შეიცვლება

12 ნოემბრიდან, ახალციხის ციხეზე სამუშაო განრიგი შეიცვლება და ისტორიული კომპლექსი ერთი საათით ადრე დაიკეტება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის ციხეზე, აქტიურ ტურისტულ სეზონზე გაზრდილი სამუშაო განრიგი, კვლავ შემცირდა. კომპლექსი დილის 09:00 საათზე გაიღება და საღამოს 19:00 საათის ნაცვლად, 18:00 საათზე დაიკეტება. შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხემ განრიგი პირველ ოქტომბერსაც ერთი საათით შეამცირა.

მსგავსი სიახლეები