“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის

665

წინა სტატია

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერის იტალიაში, ქალაქ კოზენცაში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია თითქმის ერთი თვის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შუშანია მერიის წინააღმდეგ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

შუშანიას განმარტებით, მერი იტალიაში დელეგაციასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯით წავიდა, ქალაქ კოზენცას ბიუჯეტიდან კი მხატვრებისთვის თანხა სრულად ჯერ არ გადაურიცხავთ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა. ისინი ვორკშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა.

ამასთან, იმედინიუსის ცნობით, მხატვარი ახალი გამოფენისთვის ემზადება და ამჯერად პოლიტიკოსების პორტრეტებს წარმოადგენს. მისი თქმით, ამ ფორმით ეხმაურება და აპროტესტებს იმ სკანდალს, რომელიც კოზენცას და ქუთაისის მერების პორტრეტების გამოფენას მოჰყვა. გოგიტაძის განცხადებით, გამოფენა საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხით მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარებიან.