ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები ქალებისთვის 8 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

642

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები ქალებისთვის 8 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ სამუშაო ვაკანსიაზე საბუთების გაგზავნა 21 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.

სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე. ქალი მძღოლები, რომლებსაც 10-წლამდე ასაკის შვილები ეყოლებათ, შეღავათიანი სამუშაო გრაფიკით ისარგებლებენ. ექნებათ გარკვეული დანამატები და ასევე, შვილის შეძენის შემთხვევაშიც მიიღებენ ფულად დახმარებას.

დამატებითი ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ განთავსებულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე.