ახალციხის მერიაში 13 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

607

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 13 ახალ თანამშრომელს კონკურსის წესით შეარჩევს. დასაქმების მსურველებმა განაცხადი საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებ–გვერდზე 24 ივნისამდე უნდა შეავსონ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

პირველ ეტაპზე შესული განცხადებები გადაირჩევა, მეორე ეტაპია ზეპირი დავალება, მესამე კი გასაუბრება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური პოზიციებია:

უფროსი სპეცალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში – თანამდებობრივი სარგო 800 ლარი;
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის განყოფილებაში – თანამდებობრივი სარგო 800 ლარი;
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში – თანამდებობრივი სარგო 800 ლარი;
მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილებაში – თანამდებობრივი სარგო 700 ლარი;
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის საკითხებში – თანამდებობრივი სარგო 800 ლარი;
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში– თანამდებობრივი სარგო 800 ლარი;
საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი – თანამდებობრივი სარგო 1000 ლარი;
საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი – თანამდებობრივი სარგო 1000 ლარი;
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – თანამდებობრივი სარგო 1700 ლარი;
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი– თანამდებობრივი სარგო 1500 ლარი;
მერის წარმომადგენელი ქ. ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში – თანამდებობრივი სარგო 1300 ლარი;
კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი – თანამდებობრივი სარგო 650 ლარი;
ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი– თანამდებობრივი სარგო 650 ლარი;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი, ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე hr.gov.ge უნდა დაარეგისტრირონ.

ახალციხის მერია ახალ თანამშრომელს 12 თვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანს.