ბორჯომის ცენტრალური პარკი ტურისტული სეზონისათვის ემზადება

999

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიული) პარკში გამწვანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბორჯომის ცენტრალური პარკი ტურისტული სეზონისათვის ემზადება.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, პარკს 13 სახეობის 170 ძირი ხე-მცენარე გადაეცა.
“ნარგავები პარკის მთელ ტერიტორიაზე გადანაწილდება. ხე-მცენარეების უმეტესობა ეგზოტიკური სახეობებს განეკუთვნება და უნიკალური ლანდშაფტის მქონე პარკს კიდევ უფრო დაამშვენებს”, – აღნიშნა გამგებელმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე პარალელურად ყვავილების დარგვაც მიმდინარეობს. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ბორჯომის პარკებსა და სკვერებში გასული ერთი თვის განმავლობაში 759 ერთეული ხე-მცენარე დაირგო.