ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე, ხევში, კუბოების ყუთები ყრია. ფოტო

1205

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ის ყუთები ყრია, რომლითაც საზღვარგარეთ გარდაცვლილი მიცვალებულები საქართველოში გადმოჰყავთ. ამის შესახებ “სამხრეთის კარიბჭე” წერს.

კუბოების ნაწილი ხისაა და უკვე დაშლილია, ნაწილი კი შედარებით ახალი გადაყრილია. ყუთებთან ერთად, ხევში ტანსაცმელი და სხვა ნივთებიცაა მიმოფანტული.

ახალქალაქის მერის, იური უნანიანის თქმით, მან არ იცის, სად ყრია ეს ყუთები და ამბობს, რომ ტერიტორია ახალქალაქს არ ეკუთვნის.

ნინოწმინდის დასუფთავების სამსახურის უფროსი მელსიკ ნაცაკანიანიც ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ სად ყრია კუბოს ყუთები.