სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განცხადებები განიხილეს

1123

სამგორის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პროექტების განხორციელება იწყება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის შესაბამისად, სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მორიგი სხდომა ჩაატარა, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ შეტანილი განცხადებები, პრიორიტეტების მიხედვით განიხილეს.

გამგეობის ინფორმაციით, საბჭომ ახალი წესის ფარგლებში შემოსული 104 განცხადება განიხილა;

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 18 ბრტყელ და 3 ქანობიან სახურავს დაშეკეთება 16 შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში.