ქობულეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს მოაწესრიგებენ და ტარიფებს გადახედავენ

844

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტებს მოაწესრიგებენ და ტარიფებს გადახედავენ.

“შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებამ“ ქალაქის N1 და N2 სამარშუტო ხაზებზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობა შეისწავლა. მძღოლებს მიეცათ რეკომენდაციები ტრანსპორტის გამართულ მდგომარეობაში მოსაყვანად”,- განმარტავენ მერიაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, ქობულეთი ტურისტულ სეზონს ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეხვდება.

მათივე ცნობით, მალე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება სოფლების მიმართულებითაც დაიწყება. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად კი, მგზავრთა გადაყვანა უსაფრთხო და უფრო კომფორტული გახდება.