თბილისში, ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

742

 

ვაკის გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სხვადასხვა უბანში აქტიურად გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაჟა-ფშაველას I კვარტალში, N47-ის მე-20 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, სკვერში ხეების სხვლა-ფორმირება ჩატარდა, მოეწყო ბორდიური, განახლდება საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სავალი ბილიკები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ტერიტორია გამწვანდება.