მარნეულის მერია: 2017 წლის ბიუჯეტი 96.04%-ით შევსრულეთ

189

მარნეულში საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა, სადაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა 2017  წლის ბიუჯეტი შეაჯამა. ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

“ბიუჯეტში შემოსავლების გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 96% -ით მოხდა. რა თქმა უნდა, 100% კარგი იქნებოდა, თუმცა, მთავრია, რომ  90%-ზე მეტი  გადავლახეთ.  დიდი დარტყმა მივიღეთ აუქციონის წესით რომ გვქონდა გათვალისწინებული 448 000 ლარი . ფაქტობრივად  იქედან ნახევარზე მეტი არ შესრულდა, ასევე საშემოსავლო გადასახადში და სასოფლო მიწაზე გვქონდა დანაკლისი. 2016 წელთან შედარებით 500 000 მეტი შემოვიდა საგადასახადო შემოსავლები 2017 წელში.  მიზნობრივი ტრანსფერი 5 253 700 იყო “, -ამბობს მამედოვი.

ვუგარ მამედოვის თქმით,  2017 წელს  ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან  12 023 000 ლარი გაიხარჯა: წყლის სისტემების რეაბილიაციაზე 1 152 300 ლარი, საკანალიზაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოებისთვის 11 800 ლარი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მოწყობისთვის გახარჯულია  26 000 ლარი, გარე განათებებისთვის გახარჯულია 1 024 500 ლარი, ააიპ „სუფთა მარნეულისთვს“ გამოიყო  1 026 000 ლარამდე, მანეულის ორგანული ნარჩენების საწარმომ სუბსიდიის სახით მიიღო 90 000 ლარი, ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისთვს 11 600 ლარამდე გაიხარჯა, მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკმა 470 000 ლარის სუბსიდია მიიღო  (საკუთარი შემოსავლები 447 000 ლარი ), ქალაქის კეთილმოწყობისთვვის 59 076 ლარი , სკვერებსა და პარკებზე 86 500 ლარი, განათლების კუთხით გაიხარჯა 2 653 000. (ამ თანხიდან 99%  სკოლამდელი აღზრდისთვის), სპორტული, კულტურულ- რელიგიური კუთხით  2 125 000 ლარი გაიხარჯა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის  139 000 ლარი, სოციალური დახმარების კუთხით მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიხარჯა  1 015 000 ლარამდე.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქციების წარმომადგენლები და მერის პირველი მოადგილე ესწრებოდნენ.