თეა წულუკიანი GovInsider-თან ინტერვიუში ოზურგეთის საკრებულოს საქართველოში ღია მმართველობის კარგ მაგალითად ასახელებს

1260

წინა სტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოცემა GovInsider-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

სტატიაში მინისტრი ლაპარაკობს საქართველოში ღია მმართველობის პრაქტიკის შესახებ და მათ შორის ერთ-ერთ მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირება, საანგარიშო პროცესის გამჭვირვალობა და საკრებულოს საქმიანობაში ელექტრონული კვლევების დანერგვა მოჰყავს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ღია მმართველობის პარტნიორობის” მესამე სამოქმედო გეგმის მონაწილეა.

გასული წლის 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი ერთი წლით გადააბარა. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი თბილისში 17-19 ივლისს გაიმართება.

„ღია მმართველობის პარტნიორობას“ (OGP) საფუძველი 2011 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით, პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე.

დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 75 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო OGP-ის 2011 წლიდან შეუერთდა. გასულ წელს კი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ის ამ ფუნქციას ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.