ქვემო ქართლში სოცდაუცველები მიწის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკით უსასყიდლოდ ისარგებლებენ

1288

9 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, მიწის სეზონური სამუშაოებისთვის, სპეციალური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული, 5 ერთეული, სატრანსპორტო საშუალებით (ტრაქტორი) უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეძლებათ. პროგრამაში ბენეფიციარები მერის წარმომადგენლების დახმარებით ჩაერთვებიან.