მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ნაგვის ურნები შეიძინა

762

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში“, ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულისთვის ნაგვის ურნები შეიძინა.

ალგეთის ტერიტორიაზე, ურნების განთავსება ა(ა)იპ „სუფთა მარნეულმა“ უზრუნველყო.

პროექტის ფარგლებში, შეძენილი იქნა 33 ურნა.

შეძენილი ურნებიდან 23 ალგეთის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი 10, საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ადგილებზე განთავსდება.