“სისხლიანი აშენებული რაბათი არავის უნდა”- კამათი მერობის კანდიდატების დებატებზე

1025

ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაწყებულ და აღარ გაგრძელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი, ცხარე კამათში გადაიზარდა. დავა ახალციხის ციხის მშებელობის თანხებმა გამოიწვია.

ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის დებატები 6 ოქტომბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედიაცენტრში გაიმართა. დებატებს ოთხი კანდიდატი ესწრებოდა: N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“; N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

კანდიდატებს ქალი ამომრჩევლები შეახვედრეს, ისინი მათ კითხვებს პასუხობდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, კითხვები ქუჩის ძაღლების, სასმელი და სარწყავი წყლისა და კანალიზაციის, ასევე დასაქმებისა და გამწვანების პრობლემებს ეხებოდა.

დებატებზე, ირაკლი ბარძიმაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გაკეთებულ ინფრასტრუქტურულ პროქტებსა და გაზრდილ ბიუჯტზე ისაუბრა. მან განაცახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დაწყებული პროექტები არ დაასრულა: „ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა„ახალციხის ციხე“, მაგრამ ვერ დასრულდა; ტბა, ჩვენდა სამწუხაროდ, გადაეცა ხელისუფლებას, რომელმაც აღარ გააკეთა, გააფუჭა და გაავერანა“.

საპასუხოდ, ბარძიმაძეს, მმართველი გუნდის კანდიდატმა, ფურცელზე ამობეჭდილი იმ პირების სია აჩვენა, რომელთაც მილიონებად მიჰყიდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული დანგრეული შენობები, აღნიშნული თანხით კი ახალციხის ციხე ააშენეს.

სტატიის სრულად წასაკითხად
 გადადით ბმულზე.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე