სოფელ კლდეში ე. წ „ზეუბნის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

518

სოფელ კლდეში ე. წ „ზეუბნის“ საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს

პროექტის ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. ასევე მიმდინარეობს გზის საყრდენი კედლისა და ხიდის რეაბილიტაციაც.

სამუშაობზე 15 ადამიანია დასაქმებული. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 199 491 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ  ბეტონის საფარი პირველად იგება და  წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტი გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.