თეგი: გორის მუნიციპალიტეტი
გორში ცხოველთა თავშესაფრისა და ავტოსადგომის მშენებლობა გრძელდება
გორში ცხოველთა თავშესაფრისა და ავტოსადგომის მშენებლობა გრძელდება. მუშები მშენებლობებზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა.
თავშესაფარი კომპლექსური...
გორში, ხალხმრავლობის გამო, დასვენების პარკი დაიხურა
დღეიდან გორის კულტურისა და დასვენების პარკი დაკეტილია. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქებს არა...
გორის სოფელ მეჯვრისხევში პირბადეებს კერავენ და მოსახლეობას უფასოდ ურიგებენ
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში პირბადეებს კერავენ და მსურველებზე უფასოდ გასცემენ. სამკერვალოს დამფუძნებელი, ნინო უმეკაშვილი აცხადებს, რომ უკვე 1500-მდე პირბადე აქვთ გაჩუქებული და კერვის პროცესი ახლაც...
გორში ,,სოკარმა” გადასახადის გადაუხდელობის გამო გაზის შეწყვეტა დაიწყო
24 მარტიდან იმ აბონენტებს, რომლებმაც გადასახადი ვერ გადაიხადეს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. გადაწყვეტილება გაზის ჩაჭრის თაობაზე მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული - აცხადებენ ცხელ ხაზზე....
გორის ერთ-ერთ დიდ სოფელში ქელეხის სუფრა ააშლევინეს
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ დიდ სოფელში, კორონავირუსის გავრცელებისგან პრევენციის მიზნით, 92-წლის ასაკში გარდაცვლილი მამაკაცის საპატივსაცემოდ გაშლილი ქელეხის სუფრა გააუქმებინეს.
პოლიცია ირწმუნება, რომ ჭირისუფლები რეკომენდაციას გაგებით მოეკიდნენ....
გორში მოქალაქეებმა პროდუქტები ქუჩაში გაიტანეს და უსასყიდლოდ დაარიგეს
გორში, კვერნაქის დასახლებაში, 22 მარტს მოქალაქეებმა პროდუქტები ქუჩაში გაიტანეს და უსასყიდლოდ დაარიგეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ზეთის, კარაქის, მარილის, შაქრის, ხილ-ბოსტნეულისადა სხვა...
გორში ავტობუსების მოძრაობაც შეჩერდება
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ავტობუსების მოძრაობის შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა განცხადა. ინფორმაციას შიდა...
“გორი covid 19-ს წინააღმდეგ “ – აქტივისტებმა მოსახლეობის დასახმარებლად ჯგუფი შექმნეს
გორში, სამოქალაქო აქტივისტებმა შექმნეს ჯგუფი “ გორი covid 19 ის წინააღმდეგ “. მსურველებს მოუწოდებენ გაწევრიანდნენ და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ მოსახლეობას. მოხალისეები მოქალაქეებს ადგილზე მიუტანენ...
გორის მერია სარეზერვო ფონდიდან თანხის გახარჯვის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
გორის მუნიციპალიტეტის მერიას სარეზერვო ფონდში 2020 წლის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა უწყებაში ფიქრობენ, რომ ამ თანხის გახარჯვის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას....
გორიდან სოფლებში ავტობუსები იმოძრავებს – რეისი დღეში ერთხელ შესრულდება
19 მარტიდან გორის ავტოსადგურში ცვლილებები იგეგმება. კომპანია "ბუქო 777"-ის ხელმძღვანელის, ზურაბ ჭეჭელაშვილის განცხადებით, მგზავრთა გადასაყვანად ავტობუსები იმოძრავებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
"მიკროავტობუსებს...
მერია: კორონავირუსის გამო გორში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრტურული პროექტების შესახებ ვიდეომასალას აქვეყნებს რომელიც უწყების მხარდაჭერით ხორციელდება.
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/videos/136936007746841
მათ შორისაა ი.გოგებაშვილის სახლ - მუზეუმამდე მისასვლელი გზის...
გორის მერიამ გარკვეული კატეგორიის ოჯახებში საკვების დარიგება დაიწყო
მერიის თანამშრომლები გორისა და ატენის ეპარქიასთან მდებარე უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ სადილს სახლებში მიუტანენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა ავრცელებს.
პირველი სადილი მერიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით...
გორში მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდა
გორში, ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო სასმელი წყლის მილი დაზიანდა. ამ დროისთვის სასმელი წყალი ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც...
გორის ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
გორში, ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირზე ახალი საფეხმავლო სივრცეების მოწყობისთვის 990 320 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების...
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა გარკვეულ კატეგორიაზე პროდუქტების გაცემას გეგმავს
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მიმდინარე არდადეგების პერიოდში, ბაგა-ბაღებში გამოსაყენებელი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემას გეგმავს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, პროდუქტები იმ აღსაზრდელებზე გაიცემა, რომელთა ოჯახებიც სოციალურად...
გორის სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობა დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებისთვის 1 080 000 ლარი იხარჯება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.
"საგანმანათლებლო დაწესებულება...