გორის მუნიციპალიტეტის მერიას სარეზერვო ფონდში 2020 წლის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი აქვს გათვალისწინებული, თუმცა უწყებაში ფიქრობენ, რომ ამ თანხის გახარჯვის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შეკითხვაზე, გამოყოფს თუ არა ამჯერად მაინც სარეზერვო ფონდიდან გორის მერია თანხებს, უწყებაში ასე პასუხობენ:
“ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება ამ თანხის გახარჯვა და თუ დადგება საჭიროება არ იქნება პრობლემა,” – განაცხადეს მერიაში.
სარეზერვო ფონდი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ნაწილი. ამ ფონდში არსებულ თანხას მუნიციპალიტეტი ხარჯავს მაშინ, როცა მას უწევს გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება.
გაუთვალისწინებელი არის ხარჯი, რომლის გათვალისწინებაც ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. მაგალითად: სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.
სარეზერვო ფონდიდან ბოლო 2 წელში გორის მერიას არაფერი დაუხარჯავს.