გორში, კვერნაქის დასახლებაში, 22 მარტს მოქალაქეებმა პროდუქტები ქუჩაში გაიტანეს და უსასყიდლოდ დაარიგეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ზეთის, კარაქის, მარილის, შაქრის, ხილ-ბოსტნეულისადა სხვა სახის სასურსათო პროდუქტის აღება შეუძლოთ.
“მხოლოდ კვერნაქელებისთვის არ არის, ვისაც სჭირდება, ყველას შეუძლია აღება”, -განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.