მერია: კორონავირუსის გამო გორში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა

426

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრტურული პროექტების შესახებ ვიდეომასალას აქვეყნებს რომელიც უწყების მხარდაჭერით ხორციელდება.

მათ შორისაა ი.გოგებაშვილის სახლ – მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.ბარნოვის ქუჩისა და მიმდებარე ხიდთან ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა. გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა. ვარიანის გზის რეაბილიტაცია.

გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ნალექიანი ამინდების გამო შესაძლოა რამდენიმე დღით შეჩერდეს, თუმცა კორონავირისის გავრცელების გამო უწყების ცნობით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს მუშაობა არ შეუჩერებიათ.

მერიაში ფიქრობენ,რომ ქვეყანაში ამჟამად არსებული მდგომარეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულებას ხელს არ შეუშლის.

გორის მერია მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი.