რეგიონულ დონეზე საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. თელავის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი სამოყვარულო ტურნირებისთვის, ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები შესაბამისი განათების სისტემებით. გარდა ამისა, მერიის ცნობით, სარეაბილიტაცოო სამუშაოების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი სარბენი ბილიკის, ღია სავარჯიშო სივრცის, ღია ტიპის...
ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ინფორმაცია გამოცემა "BM.GE-ს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ ჯაფარიძემ მიაწოდა. საქმე ის არის, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC-მ 2017 წელს დაიწყო და სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, 12 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ დრომდე პროექტი არ დახურულა. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება...
კვლევითი პორტალზე ნუმბეო 2022 წლის პირველი ნახევრის ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოქვეყნდა. საქართველო ყველაზე დაბალი ფასების მქონე ქვეყნების ათეულში, ბოლოდან მეშვიდე ადგილზეა. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს. ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით, საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. საქართველოს შემდეგ მოდის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: უზბეკეთი, ავღანეთი, ინდოეთი, ყირგიზეთი, ლიბია, პაკისტანი. 138 ქვეყანას შორის საქართველო...
გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 6 თვეში 28 მლნ-ით, 81 282 200 ლარამდე გაიზარდა. ბოლო ცვლილება ფინანსურ დოკუმენტში ივლისში შევიდა, როცა ბიუჯეტის 2.2 მლნ ლარით გაზრდა განისაზღვრა. როგორც განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, აქედან 1 420 226 ლარი ადგილობრივი რესურსია, 860 224 ათასი კი - ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარე წლის დასაწყისში დამტკიცებულ ₾53-მილიონიან ბიუჯეტში ცვლილებების რამდენჯერმე შეტანას...
უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ტაშკენტის მერმა, ჯახონგირ არტიკხოჯაევმა დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მერების შეხვედრა ტაშკენტში, საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რის დასტურიცაა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში. გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები...
ფოთში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ, პროექტები და ინიციატივები წარადგინონ. მათივე ცნობით, საკონკურსო  პროექტების სამიზნე ჯგუფი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები არიან. "პროგრამა ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის განვითარებას და ფოთელი ახალგაზრდების ინტერესების დაკმაყოფილებას ხელს შეუწყობს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოგზავნონ: cempsypoti@gmail.com. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და...
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროექტის განხილვას, საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. ბათუმის მერიაში საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტების წესს და უფლებამოსილების განსაზღვრის საკითხს მესამე სექტორი და ოპოზიცია აპროტესტებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, ავარიულ სახლებთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ე.წ. სათათბირო საბჭოც, რომელიც მთლიანად თანამდებობის პირებისგან დაკომპლექტდება. „პროცესი არ მიმდინარეობდა მონაწილეობითად, არ იყვნენ ჩართული სპეციალისტები და თუნდაც გენგეგმის ჯგუფი. არ არის განსაზღვრული საბჭოს საქმიანობის დეტალური...
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილიას ტბაზე ხალხის ნაკადი დღითიდღე იზრდება. ადგილობრივები სიცხეს ხელოვნურ ტბაში ბანაობით ებრძვიან, თუმცა, დასაშვებია თუ არა აღნიშნულ ადგილზე ბანაობა, ეს ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ ტოჩილაშვილის თქმით, არის თუ არა ტბის წყალი საბანაოდ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მისი თქმით, ამჟამად, ტბის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის მთაზე დოღი გაიმართება. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასული ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას. გორის მერიის ინფორმაციით, დოღი დღეს, 19 ივლისს, 16:00 საათზე დაიწყება. მერიის ცნობით, დოღზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები: მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. “საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ “ კენტავრის” თანადაფინანსებითა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ...
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას თქმით, კონკრეტული გარემოებების და მიზეზების გარკვევის გარეშე, ადგილობრივი მცხოვრებლების სამეურნეო წიგნიდან ამოწერა "ძალიან ცუდი პრაქტიკაა" და ამ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ სპეციალურ კომისიას შეუძლია. ამის შესახებ, მან სოფელ სიდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. ამავე ცნობით, შეხვედრაზე, სოფლის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალერი გერგედავამ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის...
საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სხვადასხვა კატეგორიის სპეციალისტის და განყოფილების ან სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციებზე 25 ვაკანტური ადგილია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ყველაზე მაღალი რანგის, ხელმძღვანელის, ვაკანტური პოზიცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურშია. გარდა აღნიშნულისა, ვაკანტურია II რანგის ხელმძღვანელების და III–IV რანგის  და სპეციალისტების პოზიციებიც შიდა აუდიტის, ზედამხედველობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, ადმინისტრაციულ და იურიდიულ, ასევე,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 სოფელში გზის მოხრეშვისა და გაწმენდისთვის ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიამ 315 715 ლარი დაიხარჯება. სოფლები, სადაც გზა მოიხრეშება: არბო, ახალშენი, ახრისი, ბერბუკი, ბნავისი, ერგნეთი, გუგუთიაანთკარი, ჯარიაშენი, კვარხეთი, მერეთი, ფლავისმანი, ქვემო სობისი, შერთული, სვენეთი, თერგვისი,ზემო ნიქოზი, ზემო რეხა, გაგლოანთ უბანი, ზემო სობისი, ბიისი, იფნარა, კოშკები, ლევიტანა, ზემო ქსოვრისი, თხილნარა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა...
  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანიამ „აგრომაქს დეკორი“ ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ, ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობის მოსაწყობად, ინვესტიცია 500,000 ლარზე მეტი განახორციელა, მათ შორის, 350,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა. „ქართულ-პოლონური ინვესტიციით შექმნილ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება ხდება....
თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის ინიციატივით, რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს 120 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. სოციალური აქციის ფარგლებში გლდანის რაიონში რეგისტრირებული ყველა მოქალაქე კლინიკა „მედიგრუპში“ არსებული სამედიცინო სერვისებით სარგებლობას შეძლებს. ზარნაძის თქმით, აქციით, რომელიც 1 სექტემბრამდე გაგრძელდება, გლდანის 200-ზე მეტმა მცხოვრებმა უკვე ისარგებლა. „ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის ძალიან კარგი აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 120 ლარის ღირებულების მომსახურებას მათ კლინიკა „მედიგრუპი“ უფასოდ...
„ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი დასრულდა. მე-19 საუკუნეში აშენებულ შენობას რესტავრაცია აუთენტურობის სრული დაცვით ჩაუტარდა. შენობა შეიძენს ახალ ფუნქციას, რითაც თამამად უპასუხებს საზოგადოებრივად საინტერესო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცის მოთხოვნებს, ხოლო ბორჯომელებისა და დამსვენებლებისთვის გაჩნდება კიდევ ერთი საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში „კავალერიის შენობის“ დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. https://www.facebook.com/mrdi.gov.ge/videos/1132418837371670 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ