გორის სოფელ არაშენდას მთაზე დღეს დოღი გაიმართება

432

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის მთაზე დოღი გაიმართება. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასული ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას. გორის მერიის ინფორმაციით, დოღი დღეს, 19 ივლისს, 16:00 საათზე დაიწყება.

მერიის ცნობით, დოღზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები: მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

“საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ “ კენტავრის” თანადაფინანსებითა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.  ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას”,– ნათქვამია ინფორმაციაში.