გორის 25 სოფელში გზა მოიხრეშება

356

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 25 სოფელში გზის მოხრეშვისა და გაწმენდისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოები “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიამ 315 715 ლარი დაიხარჯება.

სოფლები, სადაც გზა მოიხრეშება: არბო, ახალშენი, ახრისი, ბერბუკი, ბნავისი, ერგნეთი, გუგუთიაანთკარი, ჯარიაშენი, კვარხეთი, მერეთი, ფლავისმანი, ქვემო სობისი, შერთული, სვენეთი, თერგვისი,ზემო ნიქოზი, ზემო რეხა, გაგლოანთ უბანი, ზემო სობისი, ბიისი, იფნარა, კოშკები, ლევიტანა, ზემო ქსოვრისი, თხილნარა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დაასრულოს.