გორის N1 საბავშვო ბაღის დირექტორად სოფო სისუაშვილი დაინიშა. ის გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის სიდედრია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სისუაშვილი მანამდე მე -17 საბავშვო ბაღში აღმზრდელი იყო, რაც შეეხება N1 საბავშვო ბაღის ყოფილ ხელმძღვანელს, თიკა ალავიძემ დირექტორის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს N1 საბავშვო ბაღის დირექტორის შესარჩევად საჯარო კონკურსი არ გამოუცხადებია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 სექტემბრიდან ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე ქ.ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან ს.მესხის ქუჩამდე (კმ13+530-კმ14+900 მონაკვეთი).
აქედან გამომდინარე, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ასათიანის...
ბათუმში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ულტრათანამედროვეგასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი თავისი მასშტაბებით საერთაშორისო მსოფლიო კლასის ახალ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„დღეს ჩვენ ყველა ერთად ვიწყებთ რეგიონისთვის და შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი...
წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
გიორგი ნემსაძე "ქართული ოცნებიდან" ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის ყოფილი ფეხბურთელია, საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად არ იკავებს, თუმცა, ქონებრივი დეკლარაცია პირველად, რატომღაც, 2022 წლის იანვარში, მერად არჩევის შემდეგ აქვს შევსებული.
2006-2014 წლებში ნემსაძე თბილისის საკრებულოს წევრი იყო, მათ შორის, 2013-2014 წლებში თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისის" თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
გიორგი...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
"ღირსეული შრომის პლატფორმამ" საქართველოში მოპარული ხელფასის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყანაში შრომითი უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფორმასა და სახელმწიფოს მხრიდან ამის წინააღმდეგ ბრძოლის სუსტ მექანიზმებს აფასებს. ანგარიშის თანახმად, 3167 გამოკითხული დასაქმებულიდან 88%-ს მოპარული ხელფასის გამო კუთვნილი შრომის ანაზღაურება სახლში სრულად ვერ მიაქვს და თითოეულ დასაქმებულს წელიწადში საშუალოდ 8000 ლარს პარავენ.
ანგარიში ეფუძნება პლატფორმის მოპარული ხელფასის გამომთვლელის მონაცემებს, რომელიც ვებ-გვერდ shroma.ge-ზე 2020...
აჭარის მთავრობის სახლთან უკრაინის მოქალაქეები აქციას მართავენ. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც მათ განაცხადეს, პირველი აგვისტოდან პრემიერის განკარგულების საფუძველზე უკრაინიდან დევნილები უნდა გამოასახლონ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მარიოპულიდან, ხარკოვიდან და სხვა დამბომბილი ქალაქებიდან ჩამოვიდნენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაუგრძელონ საცხოვრებელ სახლებში ყოფნის პერიოდი, რადგან წასასვლელი არსად აქვთ და ღია ცის ქვეშ რჩებიან.
„გვითხრეს, რომ პირველ აგვისტოს საცხოვრებელი სახლები უნდა...
წინა სტატია
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიჭვინთაში მიმდინარე მოვლენებს დღეს პირველად გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ თემაზე "ზედმეტი აჟიოტაჟი" არ უნდა ავტეხოთ. მან ამ საკითხზე საუბრისასაც ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ წინა ხელისუფლების "უგუნური პოლიტიკის" შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"მინდა შეგახსენოთ ყველას, არა თუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი,...
“როცა სხვა რეგიონებში რამე ზიანდება, მაგალითად კახეთში – ყურძენი და დასავლეთში – სიმინდი ყოველთვის მხარში უდგას მთავრობა მათ, ჩვენი ფერმერები არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა გლეხებს”, – აცხადებს ვასიკო ბაქრაძე, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი და ქარელელი ფერმერების დახმარების ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ბაქრაძე ფიქრობს, რომ საკრებულომ უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, შეისწავლოს სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების საჭიროებები და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს ცენტრალურ...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ურბანული განახლებისა და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 3 499 988 ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი აღნიშნული ბაღის სრულ რეაბილიტაციას და ახალი პარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის ფარგლებში სპორტული და საბავშვო გასართობი სივრცეების მოწყობა იგეგმება.
პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტი ხორციელდება საპილოტე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შეძენისათვის გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 118 000 ლარის ღირებულების ტენდერი 2022 წლის 20 ივნისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „უნივერსალ პროჯექტი“-მ მიიღო რომელმაც მერიას სამუშაოების შესრულება 90 000 ლარად შესთავაზა. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, შპს „იუნივერსალ პროჯექტი“-მა ვერ დააკმაყოფილა სატენდერო...
სამგორის რაიონის გამგეობა ორი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩიდან გახოკიძის ქუჩამდე არსებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ჰა ფართობი კეთილმოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საბავშვო მოედნის, ტრენაჟორების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ფერდობებზე, კორპუსებთან დამაკავშირებელი კიბეები მოეწყობა.
,,რეკრეაციული...
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში 3 187.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი) 5 086 ნებართვაა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტი) გაცემული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ნებართვების 77.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52.1 პროცენტი მოდის ქალაქ თბილისზე, 10.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 7.9...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში სამი დავა მოიგო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დავები წარმოებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტა და მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაიწყო სამართლებრივი დავა...
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ოზურგეთის მერიას დარეჯან გოგოტიშვილის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა აეკრძალა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
მოსამართლე ია ბარამიძის გადაწყეტილებით, ოზურგეთის მერის ავთანდილ თალაკვაძე, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსად ვერავის დანიშნავს მანამ, სანამ ოზურგეთის სასამართლო დარეჯან გოგოტიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მოსამართლემ დღეს მიიღო,“გურიის მოამბეს” გოგოტიშვილის ადვოკატმა, კახა ჩავლეშვილმა აცნობა.
დარეჯან გოგოტიშვილი ოზურგეთის მერმა ე.წ. რეორგანიზაციის...
NAITS -ის სისტემაში ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ჩაერთვება.
გორის მერიის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს FAO-ს წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდნენ და ელექტრონული სისტმის ტექნიკურ ნაწილი და ფუნქციები გააცნეს.
NAITS არის ერთიანი ელექტრონული სისტემა და საქართველოს მასშტაბით აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, ასევე, მათი ადგილსამყოფელის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა და მფლობელების შესახებ. NAITS II მიზნად...
ბათუმში სამშენებლო - სანებართვო პირობების დარღვევის გამო, მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე ორ მისამართზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორისაა კაჩინსკის ქუჩაზე შპს “რეკ გრუპ ჯორჯიას” მრავალფუნქციური ობიექტის სახურავზე დამატებითი ფართი და ლერმონტოვის N-12 ში შპს “სმარტ ჰაუსი”, სადაც კომპანიამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო პირობების დარღვევით დამატებითი სართული და ფართები დააშენა.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიმდინარე წელს 250-ზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































