თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ურბანული განახლებისა და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 3 499 988 ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი აღნიშნული ბაღის სრულ რეაბილიტაციას და ახალი პარკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის ფარგლებში სპორტული და საბავშვო გასართობი სივრცეების მოწყობა იგეგმება.
პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.