მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სამსახურის უფროსებმა პოზიციები შეიცვალეს. ინფორმაციას "რადიო მარნეულთან" ადასტურებს მარენულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვუგარ მამედოვი, რომელმაც ფინანსებიდან მერის თანაშემწედ გადაინაცვლა. მამედოვი ამბობს, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით, განცხადების საფუძველზე მიიღო. "მართალია კი, მერის თანაშემწე ვიქნები. ჩემი განცხადებით საფუძველზე დავტოვე საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება. პარასკევს იყო ეს ამბები, დღეს გადაწყდე რა საკითხებშ ვიქნები" - ამბობს ვუგარ მამედოვი პოზიცია შეიცვალა ჯანდაცვის,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ საბირქენდსა და სოფელ წერაქვში წყალმომარაგების სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. სოფელ საბირქენდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის მიხედვით, სოფელის ნაწილში ამ დროისათვის არსენობს ძველი წყალმომარაგების ქსელი, რომელიც ამორტიზებულია და ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის წლის სრულფასოვან მიწყოდებას. „პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი შიდა ქსელი რომლის...
მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხეში მშენებარე სპორტკომპლექსის აღჭურვისთვის, ფასებისა და საჭირო ინვენტარის მოწოდების ვადების დადგენისთვის ბაზრის კვლევას ატარებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ფონდის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ახალციხეში მშენებარე სპორტკომპლექსისთვის, რომლის მშენებლობაც ამ ეტაპზე შეჩერებულია, აღჭურვისთვის უნდა მოხდეს საოფისე ტექნიკის და ავეჯის, საცურაო აუზის და სპორტდარბაზის აღჭურვილობის შეძენა. არსებული ინფორმაციით, სპორტკომპლექსით სარგებლობა შეეძლება წყალბურთით, წყალში ხტომით, ცურვით, კრივით, ჭიდაობით, ტაიკვანდოთი და სპორტის...
მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები 7 სექტემბრიდან თუშეთში დაიწყება. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას 2022 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 3 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთები ეტაპობრივად აიზომება და და კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდება. სრულყოფილი...
საქართველოს მთავრობამ, „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის” შემუშავება განპირობებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი 2022-2026 წლებისთვის გარემოს...
ხელვაჩაურში საბავშვო ბაღის 2100 აღსაზრდელი ტრანსპორტის გარეშე რჩება, - ამის შესახებ საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, 13 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის ტრანსპორტირების თანხა გამოიყო, თუმცა ხელშეკრულება შეწყდა. „2022 წლის 13 აპრილს ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებამ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შპს „ხელვაჩაურის ტრანსპორტთან“, რომლის მიხედვითაც გამოიყო 101 277 ლარი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემავალი 13 ბაღის აღსაზრდელების ტრანსპორტირებისთვის. ხელშეკრულების ვადა 2022 წლის...
მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030, დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმინისტრის განმარტებით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის პირველად დამტკიცდა და მაშინ ამ დოკუმენტზე ექსპერტი თომას ჰამერბერგი მუშაობდა. „მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს,...
ოფიციალურად წინა კვირას გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც 10.3% შეადგინა ბოლო 7 თვის განმავლობაში. ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკურ ზრდაა მთელს მსოფლიოში, რადგან მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე ევროპაში, ეს პრობლემები გადაცემულია მთელს მსოფლიოზეც და ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ახერხებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქვეყნის განვითარების სტრატეგია სახელწოდებით, „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“ დამტკიცდება. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება. „სტრატეგიაში გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა, გეგმები მოამზადა და ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია სახელწოდებით „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“. მე მინდა,...
არსებობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალური ოფისის კვლევა, რომელიც შეეხება კორუფციის აღქმას და აქ საქართველო არის ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე. 45-ე ადგილზეა, მაშინ როდესაც მოლდოვა არის 105-ზე და უკრაინა 125-ზე, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ქრთამის აღების ფაქტები სახელმწიფო სტრუქტურებში 33.33%-ით გაიზარდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. „ასე რომ, თავისთავად ეს რიცხვები ტიპური...
ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ აჭარაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. რეზო ხარაზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, სურსათზე, წყალსა და საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხელისუფლებას მიმართავს. „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მონაცემები გამოქვეყნდა. მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელშიც მძიმე სოციალური მდგომარეობა არის ასახული: სურსათზე, საწვავზე, წყალსა და სხვებზე ფიქსირდება ფასების...
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ფაზა - გზის დაგება, რაც დღეს, საღამოს მთლიანად დასრულებული იქნება. ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფი“ არსებულ ტერიტორიას დაასუფთავებს და დროებითი დახაზვა მოხდება. საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მეტეხის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენარჩუნდა ისტორიული მოაჯირები, შეიცვალა საფეხმავლო ფილები, სადრენაჟე სისტემა მთლიანად გამოიცვალა....
ძალიან ბევრი, კარგი პროექტი განხორციელდება ჩვენი ქალაქისთვის მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, მშვიდობა, ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, უამრავი ტურისტია ჩამოსული და ამას ხელი კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიდეს, მეტი თანხა დაიხარჯოს საქართველოში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ეს ხომ პირდაპირ მიბმულია სამუშაო ადგილების შექმნასთან. მე...
საბედნიეროდ, ჩვენ ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს, როცა ტყეების გაჩეხვა ხდებოდა, როცა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ხდებოდა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას თბილისში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხანძარი მიზანმიმართულად გაჩნდა, რათა აღნიშნულ ტერიტორიებს სტატუსი მოეხსნას. „საბედნიეროდ, ჩვენ ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, როცა ტყეების გაჩეხვა ხდებოდა, როცა რეკრეაციული სივრცეების, სპორტული...
ქარელში ახალგაზრდობის ქუჩაზე მერიამ საცურაო აუზი გახსნა. საცურაო აუზის მშენებლობისთვის 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. საცურაო აუზი დიდ და პატარა აუზებსა და სასადილოს სატრენაჟორო სივრცეს მოიცავს. როგორც მერიაში ამბობენ, საცურაო აუზი გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. “აუზი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით, რომელთა შერჩევაც გასული ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის...
ქარელის საცურაო აუზზე ვარჯიშის მსურველებისთვის მერიამ გადახდის ტარიფი დაადგინა. ქარელის სასპორტო სკოლების გაერთიანების ინფორმაციით, ათ წლმადე ასაკის ბავშვებისათვის: კვირაში 2 -დღე – 8 გაკვეთილი თვეში – 60 ლარი. კვირაში 3 -დღე – 12 გაკვეთილი თვეში – 90 ლარი. 2 და მეტი ბავშვის შემთხვევაში 10 წლიდან 18 წლის ჩათვლით, შეღავათი 10 ლარი თითო ბავშვზე. დიდების აუზი: კვირაში 2 დღე – 8 გაკვეთილი თვეში – 80...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ