მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ საბირქენდსა და სოფელ წერაქვში წყალმომარაგების სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სოფელ საბირქენდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის მიხედვით, სოფელის ნაწილში ამ დროისათვის არსენობს ძველი წყალმომარაგების ქსელი, რომელიც ამორტიზებულია და ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის წლის სრულფასოვან მიწყოდებას.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი შიდა ქსელი რომლის დიამეტრებიც შერჩეულია ჰიდრავლიკური ანგარიშების და ქვეყანაში არსებული ნორმების მიხედვით. შიდა ქსელიში მოეწყობა ჭები ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულებით და მრიცხველები. ასევე ორიივე არსებულ რეზერვუართან მოეწყობა საქლორატოროები“. – აღნშნულია საპროექტო წინადადებაში
საბირქენდში სასმელი წყლის ქსელის მოწყობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა 2 559 385 ლარს დახარჯავს. რაც შეეხება სოფელ წერაქვში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას, მერია აღნშნული სამუშაოებისათვის 794 674 ლარის დახარჯვას გეგმავს.
წერაქვში წლის სისტემის მოწყობის პროექტის მიხედვით, სოფელში ამ ეტაპზე მოწყობილის 2 ჭაბურღილი რომლებიც მილსადენის მეშვეობით დაკავშირებული ორ სხვადასხვა რეზერვუართან. სოფელში მოწყობილია წყალმომარაგების ძველი ქსელიც, რომელიც ამორტიზებულია და ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის წყლის სრულფასოვან მიწოდებას.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი შიდა ქსელი რომლის დიამეტრებიც შერჩეულია ჰიდრავლიკური ანგარიშების და ქვეყანაში არსებული ნორმების მიხედვით. შიდა ქსელიში მოეწყობა ჭები ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულებით, სახანძრო ჰიდრანტები და მრიცხველები. ასევე ორიივე არსებულ რეზერვუართან მოეწყობა საქლორატოროები“. – აღნიშნულია წერაქვში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტში
სოფელ საბირქენდსა და წერაქვში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 14-დან 19 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. საბირქენდის პროექტში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს, ხოლო წერაქვსი პროექტში გამარჯვებულმა კომპანიამ 180 კალენდარულ დღეში.