კალაძე: ჩვენ კიდევ უფრო გავალამაზებთ ქალაქს – თბილისი უფრო კომფორტული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის

223

ძალიან ბევრი, კარგი პროექტი განხორციელდება ჩვენი ქალაქისთვის მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, მშვიდობა, ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, უამრავი ტურისტია ჩამოსული და ამას ხელი კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიდეს, მეტი თანხა დაიხარჯოს საქართველოში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ეს ხომ პირდაპირ მიბმულია სამუშაო ადგილების შექმნასთან. მე როგორც ქალაქის მერს, ძალიან მეამაყება, რომ უამრავი კაფე, ჰოსტელი, სასტუმრო იხსნება დედაქალში და ეს რა თქმა უნდა სამუშაო ადგილების შექმნასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ჩვენის მხრივ, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით კიდევ უფრო გავალამაზებთ ქალაქს, კიდევ უფრო მიმზიდველს გავხდით, კიდევ უფრო კომფორტული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის“, – აღნიშნა მერმა.