რეზო ხარაზი: აჭარაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა

340

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ აჭარაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა.

რეზო ხარაზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, სურსათზე, წყალსა და საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხელისუფლებას მიმართავს.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მონაცემები გამოქვეყნდა. მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელშიც მძიმე სოციალური მდგომარეობა არის ასახული: სურსათზე, საწვავზე, წყალსა და სხვებზე ფიქსირდება ფასების ზრდა. „საქსტატი“ ეკონომიკაში მძიმე რეალობას ასახავს. უფრო მძიმე მდგომარეობაა საზოგადოებაში. აჭარის მთავრობა განცხადებებს თუ გადავხედავთ, ისინი რეალობას აცდენილი არიან. 15,8 პროცენტით არის გაზრდილი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე ფასები. ამ ფონზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი თანაქალაქელების ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნებს. აჭარაში სოციალური მდგომარეობა მძიმეა. ამ ყველაფერს იწვევს, ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა, ის თანხები, რომელიც ხალხზე უნდა იყოს მიმართული, მიმართულია ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრების ოჯახებზე“, – განაცხადა რეზო ხარაზმა.