საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტის მიხედვით, 2024 წლიდან ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება. ამომრჩევლის 70%-ზე მეტი, როგორც რეგისტრაციის, ისე ხმის მიცემის პროცედურას ელექტრონულად გაივლის და ამავე ფორმით დაითვლება ხმებიც.
გეგმის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, წარსულს ჩაბარდება ხმების ხელით დათვლის ხანგრძლივი პროცედურა და არჩევნების შედეგების რამდენიმე დღის შემდეგ გამოცხადება. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი...
წინა სტატია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება. ამასთან, როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით.
„განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მილიონ ლარზე მეტით, რომლითაც საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასს ვზრდით 125 ლარით, ასევე 125...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას გააცნო ინფორმაცია სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ხვალ, პირველ ოქტომბერს გაიმართება. სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ.
„საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ვერიფიკაციის აპარატები, ხმის...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის 6 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა. აქედან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მილიარდ 700 მილიონზე მეტი მიემართება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დანახარჯები სოციალური მიმართულებით, ხელფასების ზრდა და ა.შ. ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სოლიდური თანხების გამოყოფას ინფრასტრუქტურაზე და ეკონომიკის სტიმულირებაზე. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, 2023 წელს, დაახლოებით, 6...
2023 წლის იანვარში ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით გაიზრდება და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები, ყველა თანამშრომლისთვის იანვრიდან 20%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, თავდაცვის სამინისტროს, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება...
შემდეგი სტატია
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან ბიუჯეტში საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასებისა და დანამატების, ასევე მანდატურების ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება.
„განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე მანდატურების ხელფასები გაიზრდება. საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, ეს ყველა საჯარო მოხელეს შეეხება. ასევე,...
მივესალმებით ყველა ახალ პროექტს, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულებით ხორციელდება. აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელით, გპირდებით, რომ ბიუჯეტის განხილვისას ყველა მსგავს ახალ წამოწყებას მხარს დავუჭერთ, ვინაიდან, განათლება და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ბათუმში, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, პროექტით, რომლის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია, 3-სართულიანი, სრულიად ადაპტირებული...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტით პენსიის ზრდა იგეგმება.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი.
„რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გახდება მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე - თითქმის 440...
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონზეა განთავსებული.
თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობის საწყისი ფასი 65 000 000 ლარი იყო. აუქციონი დღეს დასრულდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ახალი შენობის მშენებლობა თბილისში 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბერში დასრულდება. მათი ინფორმაციით, ტელევიზიის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება.
რუსთავის მერიამ სტუდენტებისთვის მგზავრობის დაფინანსების პროგრამა განაახლა. თანხის ოდენობა უცვლელია, სტუდენტებს მგზავრობა თვეში 60 ლარით დაუფინანსდებათ.
როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, დაფინანსების მისაღებად, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რუსთავში 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაციაა.
"ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფინანსებას თვეში არაუმეტეს 60 ლარის ოდენობით, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფაქტის შესახებ გააქტიურდა ცხელი ხაზი.
“აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების...
ქარელის მერიის მიერ 5 სექტემბერს, საზეიმოდ გახნილ საცურაო აუზს, ამ დრომდე დირექტორი არ ჰყავს.
“აუზს არ ყავს დირექტორი, ამ ეტაპზე შერჩევის პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადეს მერიაში.
საცურაო აუზი, რომლის მშენებლობისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ქარელის მუნიციპალიტეტის სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებას ექვემდებარება.
დირექტორის გარდა, აუზს ამ დრომდე არ ჰყავს ბუღალტერი და მაშველი.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში გზის ასფალტირება დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1300 მეტრამდე ასფალტის საფარი.
” პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნუციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ამჟამად მიმდინარეობს მიწის მოჭრა-მოსწორების სამუშაოები”, – ნათქვამია ინფომაციაში.
სამუშაოებს, რომელშიც მერიამ 709 000 ლარი გადაიხად შპს "სიახლე +“ აწარმოებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ სოფელში ხიდების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 273 ლარი გაითვალისწინა.
პროექტის მიხედვით, მერია ხიდების რეაბილიტაციას გეგმავს:
სოფელ რბონაში მდ. მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია;
სოფელ სათივეში მდ. მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია;
დაბა სურამში იტრიის დასახლებაში, მდინარე სურამულაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა დაასრულოს.
ბათუმის N7-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ სტენდზე სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის დროშაც გამოფინა.
ამ ფაქტს სკოლის მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა და ერთ-ერთმა მოსწავლემ სტენდთან აფხაზეთის დროშა ჩამოხია.
ფაქტზე აჭარის განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია. სკოლის ადმინისტრაცია ფაქტს ადასტურებს და პასუხისმგებლობას იმ სტამბას აკისრებს, რომელმაც სტენდისთვის დროშები დაბეჭდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში დაახლოებით 6900-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 92%-ით აღემატება.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ასევე, თითქმის 20%-ით არის გაზრდილი სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი.
„2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 10.5%-იანი ზრდა, აქედან გამომდინარე, 2022 წლის 8 თვის რეალური ზრდის საშუალო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































