ხაშურის მერია სამ სოფელში ხიდების რეაბილიტაციას გეგმავს

288

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სამ სოფელში ხიდების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52 273 ლარი გაითვალისწინა.

პროექტის მიხედვით, მერია ხიდების რეაბილიტაციას გეგმავს:

  • სოფელ რბონაში მდ. მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია;
  • სოფელ სათივეში მდ. მტკვარზე გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია;
  • დაბა სურამში იტრიის დასახლებაში, მდინარე სურამულაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა დაასრულოს.