ქარელის სოფელ ბრეთში გზის რეაბილიტაციისთვის 700 ათასი ლარი დაიხარჯება

256

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში გზის ასფალტირება დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება 1300 მეტრამდე ასფალტის საფარი.

” პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნუციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ამჟამად მიმდინარეობს მიწის მოჭრა-მოსწორების სამუშაოები”, – ნათქვამია ინფომაციაში.

სამუშაოებს, რომელშიც მერიამ 709 000 ლარი გადაიხად შპს “სიახლე +“ აწარმოებს.