ქუთაისის მერია ლადო ასათიანის ქუჩის მე-5 ჩიხში მდებარე სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს. სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის მერიამ 116 963 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღეა.
„2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 401,2 მილიონი ლარით განისაზღვრება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პირველადი პროექტი წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო და სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობებზე და...
სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 68 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 155 ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხნის ტერიტორია, სახელმწიფო საწარმოები და რეგიონებში მდებარე საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონება. ელექტრონული აუქციონები 19...
ხაშურის მერიის აუდიტის სამსახურმა მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ა(ა)იპ, “ხაშურსერვისი” შეამოწმა და ხარვეზები აღმოაჩინა.
ხარვეზების ჩამონათვალი, რომელიც აუდიტორული შემოწმების შედეგად, “ხაშურსერვისში” გამოვლინდა:
ა(ა)იპ “ხაშურსერვისს” არ აქვს დასაქმებული პერსონალის თანამდებობების შესაბამისი სახელის აღწერილობა;
ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული თანამდებობების სრული დასახელება, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები.
“ვინაიდან ორგანიზაციას, არ გააჩნია კონკრეტულ თანამდებობებზე, სამუშაო აღწერილობები და განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები, ჩნდება იმის რისკი, რომ საჭიროების...
ბრილში მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გზის მოსწორების სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება და საგზაო მონიშვნების გაკეთება.
“აქამდე სოფელ ბრილამდე მისასვლელი გზა კაპიტალურად არასდროს მოწყობილა, რაც თავისთავად გადაადგილებას აფერხებდა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს”, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი გარდამავალია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონებში...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ გვარას წყლის ახალი რეზერვუარი ექნება. გვარას მოსახლეობას პრობლემა წლებია აწუხებს, რაც არაერთხელ გახდა ადგილობრივების პროტესტის მიზეზი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
პროექტის დასრულების შემდეგ კი 60-მა ოჯახმა წყალი შეუფერხებლად უნდა მიიღოს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს"სთოუნმა", ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში, ლითონის 45 000 ლიტრის ტევადობის წყლის ავზი უნდა დაამონტაჟოს.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 20-ათასი ლარი გამოიყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მდინარე ხობისწყალის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის შედეგად, საავტომობილო გზა დაიტბორა.
დეპარტამენტის ცნობით, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულიია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისათვის ორ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის, უკვე დასრულდა თელავში "წიწმატიანის" პროექტით გათვალისწინებული 11 კმ-იანი მაგისტრალიდან 9 კმ-ის მოწყობა, დარჩენილი 2 კმ-ის მოწყობა კი, წლის ბოლოს დასრულდება. ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, დამატებით, მიმდინარეობს ახალი სისტემების მშენებლობა, რომლის დასრულება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. პროექტის შედეგად...
დაახლოებით, 400-ზე მეტი კომპანია აფიქსირებს, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში აპირებს ინვესტიციების განხორციელებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრი ამბობს, რომ ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მთავრობის შესაბამისი მუშაობა.
„ჩვენ ზოგადად რეგიონში სტაბილურობიდან გამომდინარე მიმზიდველობას ვინარჩუნებთ, გვაქვს საკმაოდ კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს გააჩნია გეოგრაფიულადაც ხელსაყრელი მდებარეობა და...
ეთნიკური უმცირესობების მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაციაა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ კვლევაში „განათლების სექტორის მიმოხილვა, ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირება“.
IDFI-ის ცნობით, ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა გამოავლინა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის გამოწვევაა ენის ბარიერი, მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა, სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი, სკოლის მიტოვება და დასაქმების პრობლემები. ხოლო სსსმ პირებისთვის გამოწვევაა სპეციალური...
60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, დღეიდან თბილისის მერიის მორიგი სერვისი ამოქმედდება - მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ გაიხსნა.
ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.
„გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენს მოქალაქეებს საპილოტე რეჟიმში ახალი მუნიციპალური სერვისი შევთავაზოთ. მნიშვნელოვანია, რომ 60+ მოსახლეობისთვის,...
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ცხოვრების დონე გავზარდოთ იმგვარად, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა ამ ქვეყანაში იზრდებოდეს. ეს მიიღწევა მხოლოდ ხელფასების ზრდით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ინფლაცია იწყებს შემცირებას, ნელი ტემპით, მაგრამ მცირდება.
„ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლისგან, თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე არის მკაცრი მონეტარული განაკვეთი, მაღალი მონეტარული განაკვეთი, რასაც ეროვნული ბანკი რამდენიმე...
საქართველოს ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ყველაფერი კეთდება, რომ ზამთარი და წლის განმავლობაში დარჩენილი პერიოდი ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს.
„ტურიზმთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები. იცით, რომ პირველი 8 თვის მონაცემების შედეგად, 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო ეკონომიკამ ტურიზმის შემოსავლებიდან....
თელავში მცხოვრები მოსახლეობა უბნებიდან ნარჩენების გატანის პრობლემაზე ჩივის. ადგილობრივების თქმით, ხშირად ნაგვის ურნები გადავსებულია და სწორედ ამის გამო, საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაბლა ყრია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას და საკითხზე დროულ რეაგირებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.
"ხშირად ურნები გავსებულია და არ ხდება ნაგვის დროულად გატანა. რომ აღარ ეტევა ურნაში, მოსახლეობა ნაგავს დაბლა ყრის და საშინელი სანახავია. დროულად უნდა ხდებოდეს ნაგვის გატანა...
პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.
ფინანსური დოკუმენტი განიხილა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. განხილვა საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გრძელდება.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია ეკონომიკის 5%-იან ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი განსაზღვრულია 79.6 მლნ ლარით. მომავალ წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 24.3 მილიარდი ლარი იქნება, რაც მთავრობის...
გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება და ამიტომ, ვგეგმავთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„არსებული პარკი საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში არსებულ მობილობის მოთხოვნას მოემსახუროს, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































