„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, 62 პირიდან 24-ს ქონებრივი დეკლარაცია ხარვეზით აქვს შევსებული. მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 2020 წლის კვლევაში გამოკვეთილი ხარვეზები არ გაითვალისწინა. მათი ინფორმაციით, ქონებრივი დეკლარაციის შევსებას, თანამდებობის პირები არაჯეროვნად უდგებიან. „სამწუხაროა, რომ ამ კვლევაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის...
ბორჯომში, მესხეთის N35 და N61-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის და ღობის რეაბილიტაცია დასრულდა. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყო დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს და თაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მათივე ცნობით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ბესთ ბილდ გრუპმა“ შეასრულა. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან...
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ დედაქალაქს დღეს ჰყავს ყველაზე ახალი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო წლებში თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი, მასშტაბური და სისტემური სატრანსპორტო რეფორმა განახორციელა. „ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ მასშტაბური, სისტემური სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება და დღესაც გრძელდება. განახლდა საავტობუსე პარკი. გვახსოვს, რამდენიმე...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა.  როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცახდა, აღნიშნულ პოსტზე მას გიორგი აბუთიძე შეცვლის. „მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილება კერძო სექტორში გადასვლასთან დაკავშირებით. ზოგადად, კერძო სექტორი ძალიან დიდ კონკურენციას გვიწევს...
გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სხვადასხვა ზონა მოეწყო, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განთავსდა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.  „ბოლო წლებში სკვერების განახლება-მოწესრიგების არაერთი პროექტი განვახორციელეთ. დავიბრუნეთ რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც გასხვისებული იყო და სამშენებლო...
თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება.  „სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ჩვენი დაპირებაა დამატებითი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების  ბანკთან,...
კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა და მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეში უნდა დაესრულებინა, თუმცა, მეტროსადგური დღემდე ჩაბარებული არ არის.   „საზოგადოებას ვაცნობებ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის...
თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.  დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ კომპანიებს სარეაბილიტაციო პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში აქტიური მონაწილეობისკენ  მოუწოდა,  „ვგეგმავთ აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პროექტის...
გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის მე-12, მე-13, მე-13ა კორპუსებთან, ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მოსახლეობის ჩართულობით, აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ 45-მდე ავტოფარეხისა და უსახური შემოღობვების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც მოწესრიგდა შიდა ეზო და მოეწყო საპარკინგე სივრცეები. 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი სკვერის...
ამბროლაურის მერმა მოსახლეობას, წლევანდელის ნაცვლად, შარშანდელი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც ცნობილია, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მუნიციპალიტეტების მერებს ავალდებულებს, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოსახლეობას წარუდგინონ იმ წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ამისათვის კი მერმა უნდა გამართოს საჯარო შეხვედრები, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია და, რაც მთავარია, ყველას აქვს უფლება, დასვას შეკითხვა, ან გამოთქვას მოსაზრება. როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური წყაროებიდან - ვებგვერდიდან და...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მოსახლეობას 2022 წლის 10 თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მოადგილე სერგო კირკიტაძე, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბატონმა გენადი ბალანჩივაძემ ისაუბრა 2022 წლის ბიუჯეტის, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების შესახებ, საზოგადოებას გააცნო ჯანდაცვის, ზედამხედველობის, კულტურისა და...
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ამ დრომდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. „ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს არაერთი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტიანი გზით სარგებლობდა. ამჟამად, სამუშაოები ბარათაშვილის ქუჩაზე დასრულდა და...
მარნეულის მუნიციპალიტეტში ოთხი სკვერი მოეწყობა. სამუშაოები სოფელ ალგეთში, თამარისში ქალაქ მარნეულის იანვრის ქუჩა N20-ში და სამხედრო ქალაქის დასახლებაში განხორციელდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის მერიამ 25 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მსურველ პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 4-7 ნოემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს. სკვერების მოწყობას აღნიშნულ ადგილებში...
ქუთაისის მერია ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ბენეფიციარისთვის სასურსათო ნობათების შესასაყიდად 190 360 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. დოკუმენტაციის თანახმად მერია 4 000 ნობათს შეისყიდის. ეს აქტივობა კი, სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. სატენდერო ნობათის შემადგენლობაში უნდა იყოს შაქარი, შედედებული რძე, ფქვილი, ზეთი, მაიონეზი, შოკოლადის კანფეტი და ღვინო.
“ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 12 საჯარო მოხელეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სასწავლებლად გაუშვებენ”, –  ამის შესახებ მერიის წარმომადგენელმა, ელგუჯა ხაბალაშვილმა განაცხადა. “2023 წელს ქარელის მერიის 12 საჯარო მოხელეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩაუტარდებათ ტრენინგკურსები. ამისათვის ბიუჯეტიდან 4 500 ლარი დაიხარჯება, რაც რომ გამოვთვალოთ, თითო საჯარო მოხელეზე 375 ლარი გამოდის”, – აღნიშნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა ელგუჯა ხაბალაშვილმა. მისი ინფორმაციით, სწავლების სფერო იქნება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეაბილიტაციის და...
ხაშურში საგზაო მიმართულებით ცვლილებები იგეგმება, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უახლოეს პერიოდში ქალაქში მოძრაობა ცალკეულ ქუჩებზე ცალმხრივი გახდება. “საგზაო მოძრაობა სრულად ცალმხრივი გახდება რუსთაველის ქუჩაზე, ნაწილობრივ ცალმხრივი იქნება სააკაძის, ლომოურის, 26 მაისის ქუჩები”, – ამბობენ ხაშურის მერიაში. მოსახლეობის ნაწილი დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად ხვდება, მათი თქმით, ქალაქში გადაადგილებას აღნიშნული ცვლილებები უფრო გაართულებს. “ეს გასაგებია, მაგრამ ტრანსპორტზე ვინც დამოკიდებულები ვართ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ