ქუთაისის მერია ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ბენეფიციარისთვის სასურსათო ნობათების შესასაყიდად 190 360 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
დოკუმენტაციის თანახმად მერია 4 000 ნობათს შეისყიდის. ეს აქტივობა კი, სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
სატენდერო ნობათის შემადგენლობაში უნდა იყოს შაქარი, შედედებული რძე, ფქვილი, ზეთი, მაიონეზი, შოკოლადის კანფეტი და ღვინო.