მარნეულის მუნიციპალიტეტში ოთხი სკვერი მოეწყობა

319

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოთხი სკვერი მოეწყობა. სამუშაოები სოფელ ალგეთში, თამარისში ქალაქ მარნეულის იანვრის ქუჩა N20-ში და სამხედრო ქალაქის დასახლებაში განხორციელდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკვერების მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისათვის მერიამ 25 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მსურველ პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 4-7 ნოემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

სკვერების მოწყობას აღნიშნულ ადგილებში ადგილობრივი თვითმმართველობა 2022-2023 წლებში გეგმავს, რისთვისაც ჯამში 850 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

დასახლებული პუნქტების მიხედვით კი თანხა ასე გადანაწილდა:

  • სოფელ ალგეთი – 100 000
  • ქ.მარნეული 20 იანვარის ქუჩა – 100 000
  • სამხედრო ქალაქი (საბავშვო სივრცე) – 50 000
  • სოფ. თამარისი – 600 000